თავში

კაბალში ბოსტნეულის ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა

კაბალში ბოსტნეულის ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა
კაბალში ბოსტნეულის ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში ბოსტნეულის ორი საბითუმო ბაზარი დღეს დილით გაიხსნა.

ობიექტზე ფერმერები კიტრის, პომიდორის და კარტოფილის რეალიზაციას შეძლებენ.

ადგილობრივი მთავრობა ბაზარზე მკაცრად აკონტროლებს საგანგებო მდგომარეობით ამოქმედებულ რეგულაციებს.

ობიექტზე შესვლამდე ყველა ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, თითოეული ადამიანი კი თერმოსკრინიგს გადის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი მერის თანამშრომლები მოვაჭრეებს და დისტრიბუტორებს დისტანციის დაცვისკენ ხმოვანი გამაძლიერებლებით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებენ. 

დილიდან ვითარებას ადგილზე ეცნობა ლაგოდეხის მერი. 

"უახლოებს დღეებში ამავე სოფელში მესამე ბაზარი დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ამ ეტაპზე , შესაბამისი ინფრასრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ კვირას ფერმერების ნაწილი კიტრის რეალიზაციას ვერ ახერხებდა, თუმცა ბაზების გახსნის შემდეგ სულ სხვა რეალობაა. ახლა ყველა ფერმერს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა შესაძლებლობა სოფლიდან გაუსვლელად აქვს“, -ამბობს ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system