თავში

კახა კალაძე: "სითი პარკთან" მოლაპარაკებებს მალე დავხურავთ

კახა კალაძე: "სითი პარკთან" მოლაპარაკებებს მალე დავხურავთ
კახა კალაძე: სითი პარკთან მოლაპარაკებებს მალე დავხურავთ

„სითი პარკთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ალბათ უახლოეს პერიოდში დავხურავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მოლაპარაკებები მათ შორის, საევაკუაციო მანქანების შესყიდვასაც შეეხება.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში დავხურავთ. ეს არის საევაკუაციო მანქანები ყველა ის ხელსაწყო და სერვერები, რაც გვჭირდება ამ საქმიანობისთვის", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „სითი პარკს“ დავა არც დაუწყია მერიის წინააღმდეგ.

"მათ ქონდათ სურვილი დაეწყოთ დავა, მაგრამ მერე გაჩერდნენ,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის მიერ "სითი პარკის" შეძენაზე დედაქალაქის ვიცე-მერმაც ისაუბრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system