თავში

კახა კალაძე: თბილისის და საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა

კახა კალაძე: თბილისის და საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა
კახა კალაძე: თბილისის და საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა

ის, რომ ჩვენ არ გვინდა რუსი ტურისტები, რუსეთიდან ნუ ჩამოვლენ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 


მისი თქმით, საქართველოს და თბილისის კარი ყველასთვის ღიაა, რადგანაც ეს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკისთვის არის კარგი.

“ნებისმიერი ერთი ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნიდან ჩამოდის საქართველოში, სტუმრობს თბილისს, აუცილებლად ბრუნდება არამარტო თავად, არამედ მეგობრებით, ოჯახებით და ა.შ. ეს არის ძალიან მაგარი თვისება ჩვენი ერის.

ის, რომ ჩვენ არ გვინდა რუსი ტურისტები, რუსეთიდან ნუ ჩამოვლენ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, საბედნიეროდ არის, გარკვეული პატარა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამას აჟღერებს და ამაზე საუბრობს. პირიქით, ჩვენ ყველა ქვეყნიდან მზად ვართ, მივიღოთ ტურისტები. მათი უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ეს პირველ რიგში ჩენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- აცხადებს კალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system