თავში

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს
კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს

კახა კალაძის განაცხადებით თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო მერიის მუნიციპალური ინსპექციის, გარემოს დაცვის ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. მთლიანად თბილისის ზღვის ირგვლივ არსებული პერიმეტრის შემოწმების სამუშაოები დაიწყო. გამოვლინდა რამდენიმე წერტილი. საქმე გვქონდა, როგორც იურიდიული პირების მხრიდან, ასევე, კერძო დასახლებებიდან გამომდინარე უკანონო ჩადინებებთან, თუმცა მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საუბარი არ არის სასმელ წყალზე, რადგან მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. ამას აკეთებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელსაც წყლის ხარისხიანად მოწოდების ვალდებულება აქვს. შემიძლია 100%-ით, დანამდვილებით გითხრათ, რომ სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთების რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაში წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინება, არასწორია. კალაძის განმარტებით, „თბილსერვის ჯგუფმა“ ზღვაში გადაყრილი აზბესტის მილების მხოლოდ ნარჩენები აღმოაჩინა და ტერიტორია დაასუფთავა.

„.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system