თავში

კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის.

„რეგიონში პირველი საწარმო შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს. აქ მთავარია ის, რომ მასალები, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდება, საქართველოში არის მოპოვებული. ძალიან მალე ამ პროდუქციით ჩანაცვლდება იმპორტი და საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ მომავალში აღნიშნული პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს. ყოველთვის მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს.

ბრენდის პროდუქციას შორის გამოარჩევენ სამშენებლო ბლოკს, რომელსაც სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს. გარდა ამისა, ქარხნის მფლობელების განცხადებით, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება, გამძლეა და არსებითად ზოგავს კომუნალურ გადასახადებს. 

YTONG-ის ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა თბილისში, ლილოს დასახლებაში. YTONG-ის ქარხნის პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს დაიწყო გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system