თავში

კახა კალაძემ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანიის ავტობუსები დაათვალიერა - VIDEO - PHOTO

კახა კალაძემ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანიის ავტობუსები დაათვალიერა - VIDEO - PHOTO
კახა კალაძემ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანიის ავტობუსები დაათვალიერა - VIDEO - PHOTO

იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ქალაქ ტურინში მდებარე იტალიურ საავტომობილო კომპანია IVECO-ს ესტუმრა და კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა.

როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულება 2020 წელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ახალი ავტობუსების შეძენა იქნება.

„თქვენ იცით, რომ ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შესყიდვას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება ყოველმხრივ მოწესრიგებული იყოს. გარდა იმისა, რაც უკვე შევისყიდეთ, კიდევ იქნება წარმოდგენილი დიზელზე მომუშავე, „ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსები. თუმცა, ჩვენ ასევე ვამუშავებთ პროექტს ელექტროავტობუსების შესაძენად. უნდა ითქვას ისიც, რომ ელექტროავტობუსები ძვირი ჯდება, რადგან ისინი სიახლეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და მოქალაქეებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლოთ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, კახა კალაძე, იტალიის ქალაქ რეჯიო ეიმილოში თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system