თავში

კახა კუჭავა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

კახა კუჭავა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
კახა კუჭავა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გააქტიურებაზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბიზნეს ასოციაციებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system