თავში

კახა კუჭავა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს შეხვდა

კახა კუჭავა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს შეხვდა
კახა კუჭავა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, გიორგი პერტაიას შეხვდა.

სავაჭრო სამრეწველო პალატა ევროკავშირის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების ,,ევროპალატის“ წევრია და ძირითადად, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.

როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პარლამენტი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და განხორციელებული რეფორმები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system