თავში

კახელი გლეხები ყურძნის სუბსიდირების აღდგენას მოითხოვენ

კახელი გლეხები ყურძნის სუბსიდირების აღდგენას მოითხოვენ
კახელი გლეხები ყურძნის სუბსიდირების აღდგენას მოითხოვენ

წელს კახეთში 250 ატასამდე ტონა ყურძენს ელოდებიან. ამან, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე თეთრ ყურძენზე მოთხოვნა შეამციროს, რაც დაბალი ფასი ფორმირების წინაპირობა გახდება.

დღეს ყურძნის მინიმალური ფასი 70 თეთრია მაშინ როცა შარშან 1 კგ ყურძენი 1 ლარი ღირდა. მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირება მეორე წელია შეაჩერა. 

გლეხების მოთხოვნას არ ეთანხმება ქართული ღვინის გილდიის დირექტორი ნიკოლოზ აღდგომელაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო სუბსიდირება გლეხს აზარმაცებს და ამ მოცემულობაში ვერასდროს ვერ გახდება მეწარმე დამოუკიდებელი.

"სუბსიდუირება მეწარმის გაზარმაცებას იწვევს და მე არ მივესალმები.ამ დროს მეწარმე დაცულად გრძნობს თავს, იცის ნებისმიერ შემთხვევაში მისაღებ ფასში გაყიდის ყურძენს და აღარ არის მოტივირებული იმუშაოს ბაზრის ათვისებაზე. ვფიქრობ მევენახეებმა და მეღვინეებმა დროა ისწავლონ ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირება. რეალიზაციაც ისეთივე საწარმოო პროცესია, როგორც ვენახის მოვლა და ღვინის დაწურვა. დროა, ჩვენმა გლეხებმა ეს უნარი შეიძინონ. სუბსიდირების გარეშე ბაზარზე გაჩნდება მეტი დამოუკიდებელი მევენახე და მეღვინე. ეს კი ბაზრის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია" - აცხადებს ქართული ღვინის გილდიის დირექტორი ნიკოლოზ აღდგომელაშვილი.

მეღვინე ანდრო ბარნოვი, რომელიც ღვინის ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და სამი წელია ჩინეთში ექსპორტსაც აქტიურად ახორციელებს, პრობლემად მიიჩნევს, რომ ქართველ მეღვინეთა უმრავლესობა კვლავ რუსულ ბაზარზეა ორიენტირებული. ბარნოვის განმარტებით, რუსეთში ექსპორტს ძირითადად მსხვილი კომპანიები ახდენენ. მცირე მეწარმეები ცდილობენ ევროპული ბაზრის შესაძლებლობები გამოიყენონ, რაც სწორი მიდგომაა.

"წელს რუსეთი ქართული ღვინისთვის ღიაა, თუმცა აუცილებელია, ჩვენმა მწარმოებელმა ეძებოს ალტერნატიული ბაზრები. მსხვილი მწარმოებლები, როგორც წესი, პროდუქციის დიდ ნაწილს რუსული ბაზრისკენ მიმართვას, მცირე მწარმოებლები ეძებენ ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდების ბერკეტებს და მექანიზმებს. ღვინის მთლიანი წლიური წარმოებული პროდუქტის 60 % რუსეთში გადის. ეს იმთავითვე ცუდი პრაქტიკაა. მორგება ერთ ბაზარზე და ისიც ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსეთია, არასტაბილურიობის დიდ საფრეს უქმის ამ ინდუსტრიიას," - საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების პრეზიდენტი ანდრო ბარნოვი.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს 1000 ზე მეტი ღვინის მწარმოებელია რეგისტრირებული. მათ ჩვენი უნიკალური ყურძნის ჯიშებიდან გამომდინარე ბაზრების დივერსიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ. ბარნოვი განმარტავს, რომ  მოთხოვნა ენდემურ ჯიშებზე არის და არის იმდენად დიდი, ვერც კი ვაკმაყოფილებთ, რადგან ევროპა ითხოვს სტანდარტს, რასაც ხშირად ვერ ვიცავთ.

"ევროსტანდარტს თუ კი ვინმე ვერ აკმაყოფილებს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს ინფორმაცია. განათლება მთელი ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ღვინის ინდუსტრიის მთავარი შემაფერხებელია. დასახვეწია ინფრასტრუქტურა, რეგიონებში ჯერ კიდევ უგზოობის პრობლემებია. პრობლემაა ლაბორატორიების არქონა. ისეთი კომპანიები, რომელთა წლიური წარმოება მილიონს აჭარბებს, აქვს საკუთარი ლაბორატორია. მცირე მწარმოებლებს ლაბორატორიული კველავ უჭირთ. პატარა მეწარმეს რეგიონიდან კვლევისთვის თბილისში ჩამოსვლა უწევს. თუმცა, არასწორია იმაზე აპელირება, რომ მეღვინების სექტორშო ლაბორატორიული კვლევის წვდომის დეფიციტია. ეს ასე არ არის. სურვილის სემთხვევაში ამას მეწარმეები ახერხებენ. ცნობისთვის ყურძნის ბიკრობიოლოგიური თუ ქომიური პარამეტრები რთცველის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს და არა ყურძნის დაკრეფის შემდეგ," - აცხადებს ანდრო ბარნოვი.

ბარნოვის გვიხსნის, რომ ჭარბი მოსავალიც პრობლემაა. მისი განმარტებით, კონკრეტულ ნიადაგზე კონკრეტულ ჯიშთან მუშაობისასმეწარმეს უნდა ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტები, რაც თითქმის არ ხდება. როგორც გამოცდილი მეღვინე გვიხსნის, ვაზი ჩვეულებრივი მცენარეა, რომელიც იმაზე მეტად არ უნდა დავტვირთოთ, ვიდრე მას შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ყოველწლიურად შეამცირებს მოსავალს. ბარნოვისვე განმარტებით, მნიშვნელოვანია არ დაზიანდეს ვაზის იმუნიტეტი. ბარნოვის თქმით, ხშირად ვენახს პესტიციდებითა და ჰერბიციტებით არასწორად წამლობენ და უფრო მეტად აზიანებენ.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენრის წინაშე გამოსვლისა განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში დაუბინავებელი მოსავალი არ დარჩება, რასაც მიესალმებიან მეწარმეებიც, თუმცა ქართული ღვინის გილდიის დირექტორმა, ნიკა აღდგომელაშვილმა განმარტა, რომ ამჟამად კახეთში წვიმებია, რის გამოც რთველი შეჩერებულია. მისი თქმიტ გამოამინდების შემდეგ ყურძნის კრეფა-გადამუშავება კიდევ ერთი კვირა უნდა შეჩერდეს, რადგან წვიმების შემდეგ აუცილებელია აღდგეს ყურძნის მიკრობიოლოგიური ფლორა. ასე რომ, რთველს ხელი ამინდმაც არ შეუწყო, პროცესი შეფერხდება, რაც პრობლემებს შექმნის.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის გადამუშავებულია 17 ათასი ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში 30 საწარმოა ჩართული. საერთო ჯამში რთველსი ჩაერთვება 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system