თავში

კახეთის სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა გაიზარდა

კახეთის სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა გაიზარდა
კახეთის სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა გაიზარდა

იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 4% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 6% თბილისში სხვა რეგიონებში 14% და 15% კახეთში.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა გაიზარდა კახეთში, შემცირდა ზღვისპირა სასტუმროებში და სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება, ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, იანვარში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.

"მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო ხარჯვაზე სადღესასწაულო პერიოდი აისახა, წლიური ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და -63% შეადგინა. რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ცვლილება დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და 13-19 იანვრის პერიოდში წ/წ -66%-ს შეადგენ," - აღნიშნულია მიმოხილვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system