თავში

კახეთში 200 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

კახეთში 200 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
კახეთში 200 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 200-ზე მეტი ტონა, ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

,,მიმდინარე წელს, covid-19- ის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, წელს კახეთის რეგიონში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა.მათივე ცნობით, „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი, გასული წლის მსგავსად, განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამასთან, ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system