თავში

კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
კახეთში  270 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 16 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. 

რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა, თუმცა აქტიურ ფაზაშია რაჭაში, სადაც 16 ოქტომბრის მონაცემებით, 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. 

შეგახსენებთ, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. 

სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი. 1000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული ქართლში, იმერეთსა და ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system