თავში

კახეთში გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე ყურძენი

კახეთში გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე ყურძენი
კახეთში გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე ყურძენი

რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს 13 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ბოლო 24 საათში გადამუშავდა 2 ათასი ტონა ყურძენი. გიშინ კახეთში გადამუშავებული ყურძნის ოდენობა 267 ათას ტონას უტოლდებოდა.

რთველი აქტიურ ფაზაში შედის რაჭაში. რაჭველი მევენახეები ყურძნის დაბინავებას 10 ოქტომბრიდან შეუდგნენ. ამჟამად ამ რეგიონში გადამუშავებულია 1000 ტონაზე მეტი ალექსანდროული და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურშია გახსნილი.

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.

2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system