თავში

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს. 

კომპანიის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

"სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველსაყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას", - აცხადებენ კომპანიაში. 

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულდების ეტაპზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system