თავში

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია
კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის პროცესს კახეთში გაეცნო. მინისტრის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან, ლევან მეხუზლასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის საწარმოებში იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია. ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი. გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72 % სს „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა.

„რთველი პიკურ ფაზაშია; შესაბამისად, გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი. ყურძნის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიდის. უმნიშვნელოვანესია, კერძო სექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობა, რათა რთველი, ბოლო წლების მსგავსად, წარმატებული იყოს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

ოპოზიციის წარმომადგენლებს რთველის მიმდინარეობასთან კითხვები აქვთ, სპეციალისტების ნაწილი კი სუბსიდირება, რომელსაც მთავრობა სახელმწიფო საწარმო "აკურას" მეშვეობით ახდენს, გამართლებული არაა. პრეტენზიები აქვთ მევენახეებსაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system