თავში

კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც სეტყვის მიერ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა, სოფლის განვითარების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები კახეთის მხარის რწმუნებულთან ერთად ჩავიდნენ. 

ისინი დაზარალებულ ფერმერ ვლადიმერ გელაძეს შეხვდნენ და სავარგულები დაათვალიერეს. 

ვლადიმერ გელაძეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის ნახევარი გაუნადგურდა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 30,000 ლარს მიიღებს. ფერმერმა, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც

„მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი. დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი”, -  განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.

2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286 შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system