თავში

კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისათვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს. 

სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და სადაზღვევო კომპანიის „ალფა“ წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტში, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, ბესიკ სუმბაძეს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს. 

„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, ბესიკ სუმბაძეს, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ყურძნის მოსავლის 75 %-მდე გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. ბესიკ სუმბაძე ზარალის ანაზღაურების თანხას, 22,000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს. 3 ჰა- ზე მეტი ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 2,200 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 2,200 ლარს შეადგენს. მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system