თავში

კახეთში ურბანული განახლების წერტილები შეირჩა

კახეთში ურბანული განახლების წერტილები შეირჩა
კახეთში ურბანული განახლების წერტილები შეირჩა

თელავში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიამ შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. “პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კახეთში ჩატარებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-განახლებას, საპარკო და სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის და ფუნქციურად დატვირთული ობიექტების მოწყობას. 

"თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი საჯარო სივრცეები, რომლის ნაკლებობაც არის კახეთში. პროექტების განხორციელება, პირველ რიგში, ახალ შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ პროცესში და მათთვის შემოსავლის ახალი წყაროები გაჩნდეს. რეალურად ჩვენ უკვე ნამდვილად განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით სავსე კახეთი უნდა ვიხილოთ. თამამად შეიძლება ითქვას ,რომ ახალი პროგრამის შედეგად განხორციელებული,განვითარებული და განახლებული არეალები ნამდვილად გამოიწვევს იმ დიდი მუხტს, რომელიც უკვე არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური, ზოგადი ვითარების გაჯანსაღების, განახლების და ახალი შესაძლებლობების შეძენისთის იქნება მიმართული,” -  განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შერჩეული ლოკაციებზე განახლების პროექტებს დაამტკიცებენ პრიორიტეტების და აქტუალურობის მიხედვით და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერები. 

"კახეთის რეგიონი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მდიდარია ლამაზი ადგილებით, ამდენად, მათი განახლება, კეთილმოწყობა უფრო მიმზიდველს გახდის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის. ასევე მინდა ვუთხრა რეგიონების მოსახლეობას, რომ ეს პროექტები და არეალები, რომელთა განახლებაც ხდება, არ არის საბოლოო, ეს არის პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული პროგრამის პირველი ეტაპი, უახლოეს მომავალში მოხდება მათთვის სასურველი სხვა არეალების განახლების დაფინანსება და განხორციელდება აუცილებლად”,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ერთ კვირაზე მეტია, რაც მუშაობა დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში ჩაატარა გასვლითი სხდომები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში. აღმოსავლეთ საქართველოში ურბანული განახლების წერტილები ამ კვირაში შეირჩევა

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system