თავში

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ზეთისხილის ბიზნესში შევიდა

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ზეთისხილის ბიზნესში შევიდა
კახური ტრადიციული მეღვინეობა ზეთისხილის ბიზნესში შევიდა

ზეთისხილის მწარმოებელ ქართულ კომპანია „ჯეოლაივსა“ და „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“(KTW) შორის ერთწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა და მხარეებმა გადაწყვიტეს ზეთისხილის წარმოების ერთობლივი ძალებით გაფართოება. ახალი პლანტაციების გასაშენებლად სიღნაღის რაიონში, ივრის ზეგანის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. - ამის შესახებ KTW-ს დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, პროექტი საქართველოში ზეთისხილის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რაშიც 10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.

„ძალიან მოგვეწონა და დადებითად შევაფასეთ „ჯეოლაივის“ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები ზეთისხილის განვითარების მიმართულებით. ამ საქმიანობის შედეგიც სახეზეა, მან წელს პირველი მოსავალი მიიღო. „ჯეოლაივთან“ მოლაპარაკება 1 წლის წინ დავიწყეთ და ახლახანს დავასრულეთ, გადაწყდა, რომ ერთობლივი ძალებით ვაორმაგებთ ზეთსხილის პლანტაციის ფართობს. ტერიტორია შერჩეულია, ეს პლანტაცია იქნება სიღნაღის რაიონში, ბოდბესთან, ივრის პირებზე. ფართობი დაახლოებით 1000 ჰექტარს მოიცავს.„ჯეოლაივს“ ზეთისხილის ნერგების მიმართულებით გამოცდილება აქვს, ეს არის გომლიკის ჯიში, რომელიც საკმაოდ არომატული და კარგია. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება საკმაოდ მასშტაბური პროექტი. გარდა ამისა, „KTW ჯგუფს“ მიწის საკმაოდ დიდი ფართობები გააჩნია და სამომავლოდ, სოფლის მეურნეობის კუთხით კიდევ უფრო განვითარებას და გაფართოებას გეგმავს“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

მისივე თქმით, კომოანია ორიენტირებული რუსულ ბაზარზე არაა.

 „საქართველოს აქვს შანსი, რომ დაიმკვიდროს სახელი, როგორც ზეთისხილის მწარმოებელმა ქვეყანამ. ეს მისცემს სოფლის მეურნეობას დივერსიფიცირების ძალიან კარგ საშუალებას. ეს მიმართულება შეიძლება ისე განვითარდეს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა იყოს დამოუკიდებელი რუსეთის ექსპორტისგან. ზეთისხილი არის ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ძალიან საინტერესო პროდუქტი. ეს არის გააზრებული პროექტი და მომავალში უფრო უკეთ იქნება ათვისებული, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას და ეკონომიკას.“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system