თავში

კაკლის წარმოების პოტენციალი საქართველოში

კაკლის წარმოების პოტენციალი საქართველოში
კაკლის წარმოების პოტენციალი საქართველოში

კაკლის წარმოების მიმართ ინტერესი მატულობს. საქართველოსთვის ძირითადი კაკლოვანი ხილი - თხილი კარგად არის ცნობილი მსოფლიო ბაზარზე და პოპულარულია, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს მდგომარეობა კარგად უნდა იქნეს გამოყენებული კაკლის შემთხვევაშიც, რომ ქართული თხილის ექსპორტიორებისთვის მომავალში მოხდეს ასევე კაკლის შეთავაზებაც. 

აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი, აგრონომი ნინო ჭიორელი report.ge-თან აღნიშნავს, რომ კაკლის ადგილობრივი ბაზარი დეფიციტურია და წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, საქართველოში კაკლის ბაღების გაშენება სულ უფრო პოპულარული ხდება და საინვესტიციო მიმზიდველობით განსაკუთრებით “ჩანდლერის” ჯიში გამოირჩევა. 

,,კაკალი ბოლო წლებში ბევრმა გააშენა. მაღალი პოტენციალი აქვს და ინტერესიც მუდმივად მატულობს. კალის თანამედროვე ტიპის ბაღები შენდება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, კლიმატური და ნიადაგური პირობებიდან გამომდინარე. რეგიონებში ინტერესი გაჩნდა ჩანდლერის ჯიშის კაკალზე, რომელიც გამორჩეულია სხვა ჯიშებისგან. სწორად ჩატარებული დარგვისა და შემდგომში სხვადასხვა ოპერაციების ჩატარების შემდეგ მიღებული  ნერგი განსაკუთრებით უხვმოსავლიანია", - ამბობს ჭიორელი.

კაკლის წარმოების პოტენციალი გახდა ერთ-ერთი საკითხი ვებინარზე: ,,კაკლოვანი კულტურების − ნუშისა და თხილის − პოტენციალი საქართველოში". კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ ქოიავამ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით განიხილა კაკლოვანი კულტურების მოსავლიანობის მხრივ არსებული ვითარება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით მან განაცხადა, რომ 2018 წლის მდგომარეობით, კაკლის კულტურა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის ყველაზე წარმატებული რუმინეთია, სადაც კაკლის მოსავალი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 1 ჰა-ზე დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის - ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში, 2020 წლის მარტის ჩათვლით, სულ 2,927 ჰა კაკლის ბაღები გაშენდა. მანამდე კი საქართველოში კაკალი გზის პირებში ჩარიგებული ხეების ხარჯზე იკრიფებოდა. 

კაკლის მოსავლის აღების შემდგომი დაბინავება-გადამუშავება მისი წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია. აღსანიშნავია, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ კახეთში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. ინდუსტრიული მშენებლობა შპს ,,აგროლაინის“ დაკვეთით კახეთში, სოფელ ჩუმლაყში მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარხანა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კახეთში აგროსექტორის განვითარებას.

 . 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system