თავში

კაკლოვან კულტურაზე მოთხოვნა იზრდება, სად არის საქართველო

კაკლოვან კულტურაზე მოთხოვნა იზრდება, სად არის საქართველო
კაკლოვან კულტურაზე მოთხოვნა იზრდება, სად არის საქართველო

კაკლოვან კულტურებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ვეგეტარიანული კვების მასშტაბური ზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. განსაკუთრებული მატებით, მსოფლიო მარკეტი მოიხმარს კეშიუს +27% ზრდა, მეორე ადგილზე ნუშზე 21%-ით გაზრდილი მოთხოვნაა, ფისტას და კაკალის მოხმარება კი 11%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო  თხილზე მოთხოვნა, ბოლო დროს 6%-ით გაიზარდა. 

მსოფლიოს მსგავსად ყოველ წლიურად იზრდება მოხმარება ადგილობრივ ბაზარზეც, საქართველოს იდეალური კლიმატი და უხვი წყლის რესურსი გააჩნია ნუშის, კაკლის, ფისტას და თხილის წარმოებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თხილის წარმოება საქართველოში კარგად არის განვითარებული - საქართველო თხილის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია - ქვეყანა კაკლის, ფსტას და ნუშის იმპორტიორად კვლავ რჩება. ქვეყანაში არსებული კაკლის წარმოება, მიუხედავად სახელმწიფო დახმარებისა, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ქართველ მწარმოებლებს, კაკლოვნების წარმოების ზრდაში, მოდერნიზაციასა და საექსპორტო შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარებიან. სწორედ აღნიშნულ თემაზე  დღეს, თბილისში 150–მდე მწარმოებელი და ინდუსტრიის ექსპერტი შეიკრიბა ერთდღიან კონფერენციაზე, სახელწოდებით “კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი”, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.  კომფერენციაზე ხაზი გაესვა აუცილებელ პირობებს რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ თუ სურთ რომ მათი ნაწარმი მსოფლიო ექსპორტზე მნიშვნელოვან წილს იჭერდეს. 

ამ საკითხზე report.ge გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტს ესაუბრა.

"როგორც ირკვევა კაკლოვანი კულტურების მწარმოებლები არ ითვალისწინებენ, ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მარკეტინგს, რომლის გარეშეც მნიშვნელოვანი ზრდა ექსპორტის კუთხით, წმოუდგენელია. ქართველი ფერმერები მიიჩნევენ, რომ მარკეტინგული მომსახურებები უფასოა და ამ მხრივ, ხარჯებს არ ითვალისწინებენ, რაც შეცდომაა. კარგი ხარისხის კაკლოვან წარმოებასთან ერთად, მარკეტინგული მექანიზმის ქონა, აუცილებელი პირობაა, ექსპორტზე წარმატების მისაღწევად" - გვითხრა ანდრეი იარმარკმა.  

კაკლოვნებზე მსოფლიოში დიდი და მზარდი მოთხოვნაა. მათი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე უმეტესი ხილისა და ბოსტნეულის, ეს პროდუქტი საჭიროებს ნაკლებ შრომას თითო ჰექტარზე და ნაკლებად მალფუჭებადია. თუმცა, სათანადო შენახვის გარეშე, პროდუქტის გაფუჭების საშიშროება მაინც არსებობს.

თბილისში გამართულ კონფერენციაზე, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანმა ექსპერტებმა, დამსწრეებს ტექნიკური ცოდნა გაუზიარეს ნუშის, ფისტას, კაკლისა და თხილის ბაღების მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შესახებ და ამასთანავე, განიხილეს ამგვარი ოპერაციების ეკონომიკური ასპექტები.

report.ge-სთან საუბარში, კაკლის მოსავლის ზრდას და ამ პროდუქტზე იმპორტის შემცირებას პროგნოზირებს, ახალბედა მეწარმე ზურა გოცირიძე.

"მე პატარა ფართობით დავიწყე, ამ ეტაპზე სულ 2 ჰექტარზე მაქვს კაკლის ნარგავები გაშენებული. ჩემი ვარაუდით, ორ წელიწადში ჩვენი, ადგილობრივი წარმოება სრულად საკმარისი იქნება ქართული ბაზრის დასაკმაყოფილებლად და მეტიც, შევძლებთ კაკალი ექსპორტზეც გავიტანოთ. ეს ისეთი კულტურაა რომელსაც სრულფასოვანი მოსავლის ასაღებად, ნარგავების გაშენებიან 4-5 წელი სჭირდება, სწორედ ამიტომ არ ჩანს ჯერ, გაზრდილი ნარგავების შედეგი, წარმოების კუთხით," - გვითხრა ახლად გახსნილი მეურნეობა "სტარტის" ხელმძღვანელმა.  

გასათვალისწინებელია რომ ამ წარმოებამ შესაძლოა ქართული ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს,  ამერიკის შეერთებული შტატები 8,5 მილიარდ დოლარ შემოსავალს იღებს, კაკლოვანი ნაწარმის ექსპორტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system