თავში

კალაძე: მეტროში არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელი არაა

​კალაძე: მეტროში არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელი არაა
კალაძე: მეტროში არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელი არაა

თბილისის მერი კახი კალაძე მეტროში არსებულ ვითარებას აფასებს. მისი თქმით, არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელი არაა. ამის შესახებ მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მეტროში არსებული სიტუაცია არაა დამაკმაყოფილებელი. პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ასევე მეტროს სადგურებსა და გვირაბებში არსებული სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ესაა ძალოვანი კაბელების ცვლილება - დაახლოებით, 450 კმ-ზე მეტი ძალოვანი კაბელის ცვლილება მოხდება. ასევე მთლიანად შეიცვლება გამნიავებლების სისტემა თავისი აგრეგატებით. სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება. ამის გამო მეტრო 1 საათით ადრე ამთავრებს მუშაობას, რისთვისაც ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ რაც კი მეტრო გაიხსნა, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა“, - აღნიშნა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეები მეტროში არსებულ სიტუაციის გამო ხშირად გამოთქვამენ უკამყოფილებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system