თავში

"კალმარის თამაშის" კრიპტოვალუტა 50 000%-ით გაძვირდა

"კალმარის თამაშის" კრიპტოვალუტა 50 000%-ით გაძვირდა
კალმარის თამაშის კრიპტოვალუტა 50 000%-ით გაძვირდა

Netflix-ის კორეული სერიალის "კალმარის თამაშის" მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა, სახელწოდებით SQUID, სამ დღეში 50 000%-ით გაძვირდა.

ვაჭრობის დაწყების მომენტისათვის მისი ღირებულება 0,012  აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ამ მომენტისათვის იგი 6 აშშ დოლარი ღირს.

როგორც ცნობილია ტოკენის წინასწარი გაყიდვები 20 ოქტომბერს დაიწყო. თუმცა, CoinMarketCap-მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს ამ ტოკენის პოპულარულ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე Pancakeswap-ზე გაყიდვა არ შეუძლიათ. ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) Netflix-ის სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გამოსვლის დღიდან სერიალს 111 მილიონმა მომხმარებელმა უყურა.

Netflix-მა "კალმარის თამაშისგან" 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოგება ნახა. ამასთან, გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ სერიალის წარმოება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი თითო ეპიზოდი.

კომპანიამ დაადასტურა, რომ "კალმარის თამაშების" მეორე სეზონსაც გადაიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system