თავში

კანადის მომხმარებელთა ასოციაცია Toyota- ს უჩივლებს

კანადის მომხმარებელთა ასოციაცია Toyota- ს უჩივლებს
კანადის მომხმარებელთა ასოციაცია Toyota- ს უჩივლებს

კანადის მომხმარებელთა ფედერაციის დირექტორმა ოფიციალურად მიმართა Toyota- ს, კანადის განყოფილებას, აუნაზღაუროს მომხმარებელს შეფერხებული სერვისით მიყენებული ფინანსური ზარალი. საქმე ისაა, რომ მომხმარებლები ბაზარზე ავტონაწილებს ვერ შოულობენ. ტოიოტას ცენტრში კი თვეობით დგომა უწევთ.

ინფორმაციას CBC ავრცელებს.

APA(ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია)იმედოვნებს, რომ Toyota გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე.

მომხმარებელთაუფლებებისდამცავიეროვნულიორგანიზაცია Toyota Canada- სმოუწოდებსგამჭვირვალეგახადონნაწილებისონლაინ შეძენის პროცესი დააუნაზღაურონზარალი ავტომოპბილის მეპატრონეებს.

როგორც Toyota– ში აცხადებენ, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სისტემის ტრანსპორმაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. კომპანიის პრესსპიკერმა დევიდ შუმმა განმარტა, რომ ესაა ტიპური ტექნიკური პორბლემა, რომელიც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

როგორც კომპანიის პრესსპიკერმა დევიდ შუმმა განმარტა, ახალი სისტემა მომსახურების გაუნმჯობესებას ითვალისწინებდა, თუმცა მოხდა პირიქით, წარმოიშვა შეფერხება და ამაზე პასუხისმგებლობას კომპანია არ გაექცევა.

”ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ზოგიერთ მომხმარებელზე და დილერზე მოკლევადიან პერიოდში. ბოდიშს ვიხდით უჩვეულო შეფერხებების გამო და მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს მოთმინებისთვის.პრობლემას უსწრაფესად გავამეიტრალებთ,” - განაცხადა დევიდ შუმმა.

მომხმარებელთა დამცველი კი ტოიოტას ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სასამართლოს მიმართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system