თავში

კაპანაძე თურნავას: ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი ხართ

კაპანაძე თურნავას: ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი ხართ
კაპანაძე თურნავას: ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი ხართ

"თქვენ ხართ ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი," - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

დეპუტატის თქმით ამას სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრები ადასტურებს. მან ეკონომიკის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა იმ განცხადების გამო, როცა თურნავამ თქვა, რომ ლარი ჯანსაღია.

„ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ის, რომ ჩვენ ომის დროს გავრბოდით. მაგ სიმართლით იარეთ. რა არის იმის აზრი, რომ იტყუებით ლარი არ უფასურდებაო? 400 მლნ ჩაასხით, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, მაგრამ ვალუტა მაინც გაგექცათ. ახლა იმედი გაქვთ, რომ ჩაფლავებული კრიზის მენეჯმენტი გადააგოროთ არჩევნებამდე. რეალურად, თქვენ მოკალით ეკონომიკა. თქვენ და თქვენს პრემიერს გიყვართ რიცხვებზე საუბარი და სიმაყით რაღაცების წარდგენა, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად იციან, რადგან თავიანთ თავზე გრძნობენ ამ რეალობას, თუმცა იმ რიცხვებშიც კი, ვერ გაექცევით რეალობას, რადგან თქვენსავე სტატისტიკაში წერია ყველაფერი. ბოლო წლებში 45 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგეთ, ეს 45 ათასი სამუშაო ადგილი არის ამდენივე ადამიანი, რომელმაც სამუშაო დაკარგა. მარტო შარშანდელიდან წლევანდელ წლამდე კიდევ 30 ათასი დაუმატეთ ამას. თქვენივე სტატისტიკით 80 ათასი ბავშვი შიმშილობს განსხვავებით თქვენი ლიდერისგან“, - მიმართა კაპანაძემ ნათია თურნავას.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system