თავში

კარალეთში სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა

კარალეთში სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა
კარალეთში სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა

სოფელ კარალეთში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა. შპს "ქულსერვისის" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფომ 600 000 ლარიანი გრატით დააფინანსა, ხოლო 300 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით გასცა. 

სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. 

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა დაათვალიერეს.

„შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 25 სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 14 მლნ ლარზე მეტია გაცემული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system