თავში

კარანტინი მცენარეებისთვის - რისთვის და როდის მიმართავენ ამ მეთოდს

კარანტინი მცენარეებისთვის - რისთვის და როდის მიმართავენ ამ მეთოდს
კარანტინი მცენარეებისთვის - რისთვის და როდის მიმართავენ ამ მეთოდს

მცენარეთა კარანტინი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც აგრარულ სექტორში აქტიურად იყენებენ. როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე განმარტავს, მცენარეული კარანტინი გამოირჩევა  ეკონომიკურ-სოციალური, ბიომრავალფეროვნებისა და განსაკუთრებით სარეველებისგან ქვეყნის დაცვის მნიშვნელობით. კობალაძის თქმით, აუცილებელია, რომ მცენარის იმპორტი ხორციელდებოდეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მაღალ დონეზე დგას საკარანტინო სამსახური, რომელიც გამოგზავნის წინ ჩაატარებს პროდუქტის შემოწმებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომლითაც პროდუქციის უვნებლობა იქნება დადასტურებული.

,,მცენარეების კარანტინი მთელ მსოფლიოში ყველაზე აქტუალური საკითხია. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მიზანია, რომ უცხო მცენარეები არ შემოვიდეს ქვეყანაში, მით უმეტეს, არის გარკვეული სახის მცენარეები, რომლებიც გარემოზე უარყოფითად მოქმედებენ. მეორეც, თვითონ საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნდა შენარჩუნდეს, რაც გაეროს ერთ-ერთი მოთხოვნაა. გარდა ამისა, როდესაც კარანტინზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ასეთი შემთხვევაც: 2000-იანი წლების საქართველოში შემოტანილ იქნა გარკვეული ამერიკული ჯიშის ხორბალი, რომელზეც მუშაობა დაიწყო.იქ იგი საკმაოდ კარგი მოსავლიანია, მაგრამ ჩვენთან თავისი ბიოქიმიური შემადგენლობის გამო ვერ გაამართლა და ქართველი ფერმერები ძალიან დააზარალა. კერძოდ, ეკონომიკურად იგი ჩვენთვის აღარ იყო მიზანშეწონილი და სარგებლის ნაცვლად, ბევრი გააკოტრა. აქედან გამომდინარე, მცენარეთა კარანტინს ის მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში უკვე აპრობირებული და  დარაიონებული ჯიშები შემოვიდეს, რაც ფერმერს მოგებას მოუტანს. მცენარეები და მისი პროდუქტები შემოტანილი უნდა იყოს ისეთი ქვეყნიდან, სადაც არ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც შემოტანის შემთხვევაში შეიძლება ძლიერ საშიში გახდეს. ეს პირობა რომ იქნას დაცული, უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმ ქვეყნების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესახებ, საიდანაც იმპორტი.ხორციელდება ", - აცხადებს კობა კობალაძე report,ge-თან.

ამდენად, როგორც სპეციალისტი განმარტავს, მცენარეთა კარანტინით ხდება ჩვენი მცენარეების დაცვა ისეთი დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების შემოტანა-შემოჭრისაგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ გვხვდება, ან გვხვდება, მაგრამ უმნიშვნელოდა არის გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system