თავში

კარანტინისთვის მთავრობა 22 სასტუმროს დაიქირავებს

კარანტინისთვის მთავრობა 22 სასტუმროს დაიქირავებს
კარანტინისთვის მთავრობა 22 სასტუმროს დაიქირავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე.

„ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს“ ვახვედრებთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსება კომპლექსურია პროცესია - ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას.

„ყველაფრის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 22 სასტუმრო ვიქირავეთ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის პოლიციის რეკომენდაციით, სასტუმროებში ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა“, -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა კერძო სექტორთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system