თავში

ქარელში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა

ქარელში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა
ქარელში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა

შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა. 

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს "აგროვიტა კვება და ტექნოლოგიას" საწარმო თანამედროვე სტანდარტებით აღიჭუევა. მასში ჯამურად 570 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  მათ შორის, სოფლის გენვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228 000 ლარია ხოლო 285 600 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. 

საწარმოში 1 600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.  საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

"ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. შიდა ქართლის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ახალი საწარმო გაიხსნა", - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system