თავში

ქარის ენერგიით საქართველომ საბალანსო ელექტროენერგიის 2.3% მიიღო

ქარის ენერგიით საქართველომ საბალანსო ელექტროენერგიის 2.3% მიიღო
ქარის ენერგიით საქართველომ საბალანსო ელექტროენერგიის 2.3% მიიღო

დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის 2.3 პროცენტი ქარის ელექტროსადგურმა გამოიმუშავა.

საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 24.5 პროცენტი იყო, ქარის ელექტროსადგურის – 2.3 პროცენტი, თბოელექტროსადგურის – 2.9 პროცენტი, ხოლო იმპორტის – 70.3 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი იმპორტირებული ელექტროენერგიისგან შედგება. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება კი, 44 მლნ ლარი იყო.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, დეკემბერში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 299 370 865.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც ამ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25 პროცენტს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system