თავში

კარლ ჰარცელი: მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

კარლ ჰარცელი: მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია
კარლ ჰარცელი: მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

ჩვენ ვმუშაობთ დაფინანსების მიმართულებით, პროექტებს ვახორციელებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართუელბით, სხვადასხვა სექტორებში ხორციელდება. 

„ჩვენ გვაქვს რიგი პროექტები, ვცდილობთ სტიმულირება მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის, კვების მიმართულებების, მიკროსაწარმოების, ან ცოტა უფრო დიდი საწარმოების, რომლებსაც სურვილი აქვთ კვლევასა და ინოვაციის მიმართულებით წინ წაიწიონ“, - აღნიშნა მან.

კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში სხვადასხვა სექტორული კლასტერების განვითარების პერსპექტივებს. „საქართველოში გვაქვს კლასტერები, მაგალითად: ინტერიერის, დიზაინის, ფილმების წარმოების, ავეჯის, ტანსაცმლის და სხვა მიმართულებით. ჩვენ დავასრულეთ კვლევა და გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას“, -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system