თავში

"ქართუ" მზადაა ინტერნეტიზაციის პროექტში შევიდეს

"ქართუ" მზადაა ინტერნეტიზაციის პროექტში შევიდეს
ქართუ მზადაა ინტერნეტიზაციის პროექტში შევიდეს

 „ქართუ“ ახლაც მზადაა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტში შევიდეს, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, Freedom Hause-ის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ახორციელებს.

„ქართუ“ ახლაც მზადაა, რომ ამ პროექტში შემოვიდეს. საპილოტე პროექტს ჩვენ ჩვენი სახსრებით ვახორციელებთ და არ არის ამის საჭიროება, მაგრამ პარალელურად მსოფლიო ბანკთან ერთად მიდის პროექტირება და დეტალური დიზაინი დანარჩენი საქართველოსი. გამოიკვეთება ბიუჯეტი და თუ იქნება მსგავსი საჭიროება ჩვენ ყოველთვის გვეგულება ქართუ, მზადყოფნა აქვს დაგვეხმაროს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიბერუსაფრთხოებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კიბერუსაფრთხოება ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც არაერთი ქვეყანა მუშაობს.

„რასაკვირველია, ვიზიარებთ რომ კიბერუსაფრთხოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამიტომ დაჩქარებული ტემპით ვუწყობთ ხელს ერთის მხრივ IT მიმართულების განვითარებას - პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ორგანიზაციების მოზიდვას და ამ ტიპის ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას და მეორეს მხრივ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რაც მეტი ინტერნეტიზაციისთვისაა საჭირო ეს არის Open Net-ის პროექტი. მინდა მოვიწვიო ყველა, ვისაც ამ პროექტის განხორციელებაში ეჭვი ეპარება ოზურგეთში და ნახავთ ეს საპილოტე პროექტი უკვე გადავიდა სამშენებლო ფაზაზე. მე ვაპირებ ამ დღეებში ჩავიდე და ჩემი თვალით ვნახო როგორ მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას გეგმით, მთლიანობაში Open Net-ი უახლოესი 2 წლის განმავლობაში 1 000-მდე სოფელს შეუყვანს მაღალი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტს.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom Hause-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზეცაა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებით ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც დაარსდა სპეციალური ააიპ "ოფენ ნეტი", თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, Freedom Hause-ის ანგარიში 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.  მთავრობამ გურიაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი მიმდინარე წლის ივნისში ჩაუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system