თავში

ქართულ-ამერიკული აგროთანამშრომლობის პერსპექტივა

ქართულ-ამერიკული აგროთანამშრომლობის პერსპექტივა
ქართულ-ამერიკული აგროთანამშრომლობის პერსპექტივა

ქართველ ფერმერთა სწავლება, აგროდაზღვევა და მოსავლიანობის ზრდისკენ მიმართული უნარ-ჩვევების განვითარება, - ეს ის მიმართულებებია, რასაც, პროფესორ პაატა აროშიძის თქმით, ქართულ-ამერიკული აგროთანამშრომლობა უნდა მოიცავდეს.  იმისთვის, რომ ეს კავშირი განმტკიცდეს, აროშიძის თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკული ფერმერული მეურნეობების უკეთ გაცნობა და იქ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქართველი ფერმერებისთვის, რაც დარგს მეტი განვითარების შანსს მისცემს.

აროშიძე საუბრობს იმაზეც, რომ ქართულ-ამერიკული აგროთანამშრომლობა წლების წინ დაიწყო და მნიშვნელოვანია ამ კავშირების გაღრმავება, რომ ქართული სოფლის მეურნეობა განვითარების თანამედროვე რელსებზე გადაეწყოს.

,,საქართველო-აშშ-ს აგროთანამშრომლობას საფუძველი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებშინ ჩაეყარა. მაშინ დაიწყო ამ თანამშომლობის პირველი გამოვლინებები, როდესაც ქართველი ფერმერები პირველად ეწვივნენ აშშ-ს, პროექტი მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ განახორციელა. მეცნიერებისა და ფერმერების ჯგუფი იმყოფებოდა სწავლებისა და იმ გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც იქ არსებობს. აშშ დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, კერძოდ, აგრარულ სექტორთან, დაფინანსების და სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა მიმართული იყოს არა მხოლოდ დაფინანსებისკენ, არამედმ სწავლებისკენ, თუმდაც იმ გამოცდილების გაზიარებისკენ, რაც ამერიკელ ფერმერებს გააჩნიათ. როგორც ვიცით, აშშ-ში აგროდაზღვევა მაღალ დონეზეა განვითარებული, ამიტომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გასააქტიურებელია. ეს ნიშნავს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა თანამედროვე რელსებზე გადავა. ჩემი აზრით, თუ მოხდება სწავლება რეალურ გარემოში და ქართველი ფერმერების ვიზიტი განხორციელდება ამერიკის ფერმერულ მეურნეობებში, მეტ შედეგს გამოიწვევს, ვიდრე ამერიკელი სპეციალისტების ჩამოსვლა და მათ მიერ სხვადასხვა რეკომენდაციის გაცემაა",- ამბობს პაატა აროშიძე report.ge-თან.

ცნობისთვის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, დავიდ დე ფალკომ ონლაინ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგია, ამერიკული ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის სექტორში და კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული SABIT-ის პროგრამა (კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის) განიხილეს.

ონლაინ შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ფინანსურ დახმარებას გაუწევენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system