თავში

ქართულ კომპანიებს სესხის აღება გაუმარტივდებათ

ქართულ კომპანიებს სესხის აღება გაუმარტივდებათ
ქართულ კომპანიებს სესხის აღება გაუმარტივდებათ

ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, დავით მჭედლიძის, ინფორმაციით, მალე ქართულ კომპანიებს საკრედიტო რეიტინგები მიენიჭებათ, რაც მათ ბიზნესსესხებზე წვდომას გაუმარტივებს. მჭედლიძის თქმით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური საკრედიტო ბიუროსთან ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და რეიტინგების მინიჭება სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. მისივე პროგნოზით, კომპანიების საქმიანობის მეტი გამჭვირვალობა უცხოელი ინვესტორების ინტერესს გაზრდის.

როგორც მწედლიძე განმარტავს, ანგარიშგების პორტალზე კომპანიების მიერ განთავსებული ინფორმაცია დადასტურებულია აუდიტორების მიერ. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მიზნობრიობის მითითების შემთხვევაში გაიცემა როგორც ინვესტორებზე, ისე ნებისმიერ პირზე.

„წელს, ვისაც ევალებოდა, იმ კომპანიების 90 პროცენტმა წარადგინა ანგარიშგება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 80 პროცენტზე მერყეობს. რეფორმის მთავარი მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა – როგორც პროცედურების გამარტივება, ისე ფასის კლება. ესაა ჩვენი გაცხადებული მიზანი, რომლისკენაც მივდივართ.ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საკრედიტო ბიუროსთან, რომელიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არის. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენი ბაზები. სულ მალე, ალბათ გაისად, კომპანიების საკრედიტო რეიტინგის დადგენა მოხდება, რაც კომპანიებს ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. თუ აქამდე სესხის აღებას რამდენიმე თვე სჭირდებოდა, პირობითად, დღეები დასჭირდება“, – განმარტა დავით მჭედლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system