თავში

ქართულ პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა

ქართულ პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა
ქართულ პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა

საქართველოში დამზადებულ პირბადეებზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა დიდია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე აფთიაქებში 400 000 ცალი პირბადე გუშინ შეიტანეს, თუმცა ერთ-ერთ ქსელში შეტანილი რაოდენობის 70% უკვე ამოყიდულია.

"კარგია, რომ ადამიანებმა გაათვიცნობიერეს, რომ აუცილებელია პირადი დაცვის საშუალებების ტარება, შეძენა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვეცდებით შევავსოთ ეს მარაგები, იმიტომ რომ ჩვენ ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ, ბაზრის ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. ამაზე მუშაობს სამინისტროს მთელი ჯგუფი, გვაქვს ინფორმაცია სააფთიაქო ქსელებიდან და ვთანამშრომლობთ მათთან", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა გუშინ დაიწყო.

სააფთიაქო ქსელში ქართული პირბადეების 50 თეთრად ჩაშვების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საზოგადოებას ორი დღის წინ ამცნო. და პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

მთავრობამ  მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system