თავში

ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა შემცირდა

​ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა შემცირდა
ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა შემცირდა

2020 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში 15.5 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, 0.3 მლნ ტონით ნაკლები 2019 წლის 11 თვესთან შედარებით.

ყველაზე დიდი კლება ფოთის პორტშია. საქართველოს უმსხვილეს პორტში ტვირთები 1.1 მლნ ტონით შემცირდა და იანვარ-ნოემბერში 6.8 მლნ ტონა შეადგინა.

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვამ 0.2 მილიონი ტონით 3.2 მლნ-მდე მოიმატა.

ტვირთის მატებაა ყულევისა და სუფსის ტერმინალებშიც. ყულევის ტერმინალში 1.6 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა (+0.2 მლნ), ხოლო სუფსის ტერმინალში ტვირთბრუნვის ზრდა 0.3 მლნ-ია, 3.8 მლნ ტონამდე.

მკვეთრი კლებაა საკონტეინერო გადაზიდვებში: 11 თვეში პორტები 454 034 TEU კონტეინერს მოემსახურნენ. კლება 23%-ია. ფოთის პორტში 359 232 ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს, ხოლო ბათუმში 94 802 TEU. ეს 2019 წლის რეკორდული ნიშნულის შემდეგ, პორტების საკონტეინერო ტვირთიბრუნვის მნიშვნელოვან კლებაზე მიანიშნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system