თავში

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა
ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა

დღეს, 26 მარტს, 19:00 საათზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა კრება გაიმართება.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შექმნის ინიციატორია ყაზახეთის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი.  ამ ეკონომიკური გაერთიანების მიზანს, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. გაერთიანება ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციტივითა და ძალისხმევით ფუძნდება, რომლის მთავარი ამოცანაა ერთობლივი ღონისძიებების შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ორი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყაზახური კაპიტალით შექმნილი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ჰალიკ ბანკი“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistic“.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობისა და ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. ჩემი, როგორც საპატიო კონსულის საქმიანობა მოიცავს, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას და საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას," - აღნიშნავს ყაზახეთის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყაზახ ინვესტორებს საქართველოში სწორად შეფუთული 5-10 მილიონიანი პროექტები სჭირდებათ.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

კონსულის შეფასებით, ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს ლოჯისტიკის კუთხით. ყაზახმა ინვესტორებმა ქვეყანაში შემოსვლა 2006 წლიდან დაიწყეს. საქართველოში წარმოდგენილია ყაზახეთის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინვესტიციები. გიორგი ჯახუტაშვილი იხსენებს, რომ ყაზახეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა კეთილგანწყობით გასცა დავალება საჯარო კომპანიებზე, რომ საქართველოში დაეწყოთ ინვესტირება, რასაც შედეგად საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები მოყვა: ბათუმის ტერმინალი, ,,რომპეტროლი”, ინვესტიცია ჩაიდო საბანკო სექტორში, ტაზახური ინვესტიციით რეაბილიტირდა ლიკანის სასტუმრო, აღდგა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლა.

ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი. " მისივე განცხადებით, საქართველოში ყაზახური კაპიტალით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, ჯამური საინვესტიციო მოცულობა სცდება 450 მილიონ აშშ დოლარს. ამ კომპანიებში დასაქმებულია 3 500-ზე მეტი ადამიანი.

ყაზახეთსა და საქართველოს სორის ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის და კულტურულ-სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასული წლის ზაფხულზე გაფორმდა. გაერთიანების მიზანია ერთობლივი ღონისძიებების შექმნა, რომლებიც ორიენტირებული იქნება ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ორივე ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system