თავში

ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა - დავით ბაქრაძე

ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა უმაღლეს
ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა - დავით ბაქრაძე

”საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ძალიან აფასებს მას,” - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ონლაინ ვებინარზე.

მისივე თქმით, ბოლო წლებში სამი ქვეყნის, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული, თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა, რაც რეგიონში სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარებამ გამოიწვია.

ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი ხელს უწყობს რეგიონში პროგრესსა და სტაბილურობას, ასევე ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system