თავში

ქართულ-უზბეკური აგროთანამშრომლობის პერსპექტივა

ქართულ-უზბეკური აგროთანამშრომლობის პერსპექტივა
ქართულ-უზბეკური აგროთანამშრომლობის პერსპექტივა

ეკონომიკის დოქტორი, სოფლის მეურნეობის ექსპერტი ბადრი რამიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უზბეკურ ბაზარზე ქართული პროდუქციის, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა. ყველაზე მეტი პოტენციალი ამ მხრივ, რამიშვილის აზრით, ციტრუსს აქვს. რაც შეეხება იმპორტს, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ბამბა, რომლითაც შეიძლება სამომავლოდ ქართული საფეიქრო მრეწველობა მომარაგდეს.

როგორც რამიშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე იმპორტზე მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე ექსპრტს შეიძლება ჰქონდეს. განსაკუთრებით ციტრუსის ექსპორტი, ასევე მომსახურების სფერო, პირველ რიგში კი ტურიზმი, რომლის პოტენციალიც დროთა განმავლობაში გამოჩნდება. 

,,უზბეკეთში ექსპორტი ძნელად წარმოსადგენია, ძირითადად, ციტრუსს განვიხილავ, საგაიეროდ, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციამ შეიძლება აამუშავოს საქართველოს მსუბუქი მრეწველობა. გარკვეულწილად, ბამბა, მატყლი და ა.შ. ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია და სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს,   მაგრამ უზბეკეთთან დამატებითი ურთიერთობები თუ იქნება, ეს ცუდი არ არის, რამდენადაც იგი ჯერ არ არის ინტეგრირებული რუსული ეკონომიკის ერთიან სივრცეში. აქეთკენ თუ გადმოიქაჩება, საკმაოდ შეიძლება მივიღოთ სარგებელი და პირიქითაც. როცა დალაგდება უზბეკეთის ეკონომიკა, მათთვის საქართველო პერსპექტიული იქნება. ჩვენ საკმაოდ აქტიური კავშირები გვაქვს ყაზახეთთან, პანდემიამდე ქართული კურორტებში განსაკუთრებით საირმეში, ბევრი ყაზახი ისვენებდა.  მართალია,  ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკის განვითარება ერთმანეთს არ შეედრება, ყაზახეთი უფრო მრავალგანვითარებულია, მაგრამ პერსპექტივა გვაქვს უზბეკეთთანაც. მით უმეტეს, ახლა, როცა  საფეიქრო მრეწველობა მეტნაკლებად ფეხს იდგამს და უზბეკური ნედლეული შეიძლება გამოვიყენოთ ან მათი კაპიტალი შემოვიდეს. რამდენადაც ვიცი საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობების წარმომადგენლები მსჯელობენ, რომ ითანამშრომლონ ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში, რასაც ნამდვილად აქვს პერსპექტივა", - ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარების საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრმა სარდორ უმურზაკოვმა ონლაინ-შეხვედრაზე, რომლის დროსაც ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ლოგისტიკური დერეფნის განმტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 

მხარეებმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system