თავში

ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი მზარდია

ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი მზარდია
ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი მზარდია

„ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები”, - - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:

25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).

16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).

674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system