თავში

ქართული ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი 87%-ით გაიზარდა

ქართული ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი 87%-ით გაიზარდა
ქართული ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი 87%-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 24,788 ტონა ატამი და ვაშლატამაა (ნექტარინი) ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 87% -ით აღემატება.

ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 68 %- ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 20,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

რუსეთის ფედერაცია (16,271,1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,467,1 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112,9 ტონა), უკრაინა (111,5 ტონა), პოლონეთი (111,5 ტონა), მოლდოვა (89,6 ტონა), სლოვენია (57,3 ტონა), სინგაპური (0,14 ტონა).

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system