თავში

ქართული ავიაკომპანიების წილი საავიაციო ბაზარზე 11%-ია

ქართული ავიაკომპანიების წილი საავიაციო ბაზარზე 11%-ია
ქართული ავიაკომპანიების წილი საავიაციო ბაზარზე 11%-ია

ბოლო სტატისტიკით, ქართული ავიაკომპანიების წილი საავიაციო ბაზარზე მიზერულია. ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ 2019 წლის მონაცემებით, ქართული ავიაკომპანიების წილი მხოლოდ 11%-ს შეადგენს, უცხოურ ავიაკომპანიებს ბაზრის 89% უკავია. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის ძირითადი ნაწილი, რომელიც საავიაციო სფეროს ქვეყნისთვის უნდა მოჰქონდეს, საზღვარგარეთ გაედინება.

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia - ს დამფუძნებლის გიორგი კოდუას განმარტებით, იმისთვის, რომ აღნიშნული სტატისტიკა შეიცვალოს, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მუშაობა.

"მოცემული სტატისტიკა იმაზე მეტყველებს,რომ საქართველოს ბაზარზე გადაყვანილი მგზავრთა 88% უცხოურ კომპანიებზე მოდის. ესე იგი, ქვეყანა გამდიდრების მაგივრად, ღარიბდება და ხალხის მიერ შექმნილი დოვლათი, რომელიც საქართველოში უნდა ბრუნავდეს, უცხოურ ქვეყნებში გაედინება. Ჩვენ მივმართავთ მთავრობას, აგრეთვე ოპოზიციას და საზოგადოებას, რომ შეიმუშაოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის უპირველესი მიზანი უნდა იყოს საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება. ამისთვის კი, უპერველეს ყოვლისა, საჭიროა მძლავრი ეროვნული ავიაკომპანიების შექმნა, საავიაციო ინდუსტრიის განვითარება. ეს უზრუნველყოფს საქართველო გახდეს მოქნილი სატრანზიტო ქვეყანა, დამაკავშირებელი კვანძი ევროპასა და აზიას შორის," - ამბობს კოდუა და დასძენს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი არა ღარიბი ქვეყნის სტატუსით, არამედ როგორც მდიდარი და კონკრეტული ფუნქციის მატარებელი ქვეყანა.

ცნობისთვის, ქარტულ ავიაბაზარს კიდევ ერთი ახალი ქართული ავიაკომპანია "აირ ჯორჯია" შეემატა. ქათული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შექმნაზე Hub georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა.  მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და როგორც კი შეთანხმება შედგება, ახალ ქართულ კომპანიას, მაქსიმუმ, 2-3 თვეში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. "აირ ჯორჯიამ" ორი Airbus A320-ი უკვე ჩამოიყვანა თბილისის საერთასორისო აეროპორტში. კომპანიას ეს 50 მლნ დოლარი დაუჯდა. ახალი დაბალბიუჯეტური ქართული  ავიაკომპანია ქართული და არაბული ინვესტიციით შეიქმნა. გიორგი კოდუას თქმით, პროექტი 3 ფაზად იყოფა და სამივე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100-150 მლნ დოლარამდეა.

როგორ ნაწილდება საქართველოს ავიაბაზარი 2019 წლის მონაცემებით, იხილეთ გრაფიკზე:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system