თავში

ქართული ავიაციის პერსპექტივა ვერც 2021 წელს ჩანს

ქართული ავიაციის პერსპექტივა ვერც 2021 წელს ჩანს
ქართული ავიაციის პერსპექტივა ვერც 2021 წელს ჩანს

ავიაციის სფერო ახალ 2021 წელს მძიმე პრობლემით ხვდება. დარგის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ მომავალი წლის პერსპექტივაც უიმედოა. როგორც ავიაციის სფეროს სპეციალისტი, ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილი report.ge-თან აცხადებს, დროულად თუ არ დაიწყო დარგის მხარდაჭერა მტავრობამ, ღრმა კრიზისი გარდაუვალია. 

,,ვხედავთ, რომ მთავრობა ყურადღებას ამახვილებს  ტურიზმზე, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესზე და ტურიზმის მომიჯნავე სხვა სფეროებზეც, რითაც შეუძლია, მათ ეხმარება, ხოლო ავიაცია ფაქტობრივად უყურადღებოდაა, თითქოს ყველამ დაივიწყა.  ავიაციის პერსპექტივა მთლიანად ვაქცინაციაზე არის დამოკიდებული, თუკი  ეს პროცესი დროულად არ დაიწყო, შანსი არ გვექნება, რომ აქტიურად დაიწყოს მგზავრების მომსახურება. შესაბამისად, ბევრი ავიაკომპანია მსოფლიოში გამოეცლება საავიაციო ბაზარს. თუმცა სატვირთო საავიაციო გადაზიდვებმა იმატა, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მგზავრთა გადაყვანა კვლავ პრობლემაა, კოვიდ-პასპორტები თუ არ ექნებათ მგზავრებს, ავიამიმოსვლა ვერანაირად ვერ გააქტიურდება.  რთული პრობლემა იქნება, ვფიქრობ, 60%-ზე მეტი გაკოტრდება მსოფლიოში, თუკი ვაქცინა დროულად არ იქნება ხელმისაწვდომი. მთელ მსოფლიოში გაუჭირდება ავიაციას", - ამბობს ზაუტაშვილი.

მისი თქმით, საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებით შეღავათი ვერანაირად ვერ ქმნის ამინდს, როცა ლიზინგის გადასახადი და სხვა ვალდებულებებია, რასაც ინდუსტრია ვერ უმკლავდება. 

,,ფინანსური დახმარების გარეშე ამ დარგს არაფერი ეშველება. იგნორს უკეთებენ ქართულ ავიაკომპანიებს, არანაირი სუბსიდია არ ხორციელდება ეროვნული ავიაკომპანიების მიმართ. მთავრობა მხოლოდ უცხოურ კომპანიებს ასუბსიდირებს, მაგრამ ახლა ისინიც მძიმე დღეში არიან, ხოლო ქართული კომპანიები უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, ყველაზე ნაყოფიერი სეზონია ზაფხული - აპრილიდან ოქტომბრამდე, რა პერიოდიც ლოკდაინს უკავშირდება და ამის გამო თითქმის მასიურად ყველას პრობლემა შეექმნა, მცირე გამონაკლისის გარდა. ქართული კომპანიების უმეტესობას ფრენის საშუალება არ ჰქონდათ, შესაბამისად, შემოსავლები ვერ მიიღეს. მიმდინარე ხარჯის გაწევის შესაძლებლობაც არ არის და ასე თუ გაგრძელდება, სექტორი ჩამოიშლება, ხოლო მომავალი წლის აპრილიდან, შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს ქართული კომპანია ბაზარზე", - ამბობს იასე ზაუტაშვილი.

ავიაციის სფეროში არსებულ პრობლემაზე საუბრობენ ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. როგორც ცნობილია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ავიაციის  პროფესიული დღე მიულოცა და ასევე განმარტა, რომ საავიაციო სექტორი პროფესიულ დღეს მწვავე გლობალური კრიზისის ფონზე ხვდება. საყოველთაო შეფასებებით, COVID 19-ის პანდემიამ ჯერ არნახული ზიანი მიაყენა საავიაციო დარგს. არსებული დანაკარგები ბევრად აღემატება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ განვითარებულ კრიზისს ავიაციის სფეროში. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის საშუალოდ 60%-ით შემცირებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი და 82%-ით შემცირებული მგზავრთნაკადი 10 თვის მონაცემებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system