თავში

ქართული ჩაის ბაზარი დღემდე არ შესწავლილა

ქართული ჩაის ბაზარი დღემდე არ შესწავლილა
ქართული ჩაის ბაზარი დღემდე არ შესწავლილა

მაჩაიეობაში პრობლემის მოგვარების მცდელობას ჯერჯერობით უშედეგოდ მიიჩნევს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციოის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე. როგორც ის report.ge-თან აცხადებს, საკუთარი მოსაზრება და რეკომენდაციები გაუზიარა სამუშაო ჯგუფს, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შეიქმნა. სვანიძის განცხადებით, სახელმწიფოში არავის არ აქვს წარმოდგენა, რა დონეზეა მეჩაიეობა, რა პლანტაციებს ვფლობთ და რა რესურსი გააჩნია ქვეყანას, რის მიხედვითაც შეიძლება დარგის განვითარების გეგმა დაისახოს.

,,პრობლემა რომ მოგვარდეს, უნდა იცოდე, რასთან გაქვს საქმე, რას შველი, რა გაქვს და რა გინდა, რომ გქონდეს! ჩვენი დიდი გასაჭირია, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა გაგვაჩნია, რამდენი ჰა პლანტაცია დაგვრჩა, რა მდგომარეობაშია და რა მოცულობის ბაზარს ვფლობთ. დავიწყოთ საკითხის შესწავლა, ამას დიდი დრო არ სჭირდება. ინვენტარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრ არასასურველ პროცესს ჰქონდა ადგილი - წლების განმავლობაში ზოგი პლანტაცია ამოძირკვეს, გაძარცვეს ან ჩაანაცვლეს სხვა კულტურებით, ზოგიც რეაბილიტირებულია, მაგრამ არავინ არ იცის, რა ფართობის პლანტაციებია დარჩენილი დაა მდგომარეობაშია. უცნობია ასევე გადამამუშავებელი სიმძლავრეები და ისიც, როგორია ჩაის პროდუქტზე მოთხოვნა, ბაზარი არ შესწავლილა", - აცხადებს თენგიზ სვანიძე და დასძენს, რომ შესაბამისი კლვევები უნდა ჩატარდეს, რის საფუძველზეც განხორციელდება ღონისძიებები, რაც დარგს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. 

,,სიბნელეში ხელების ცეცებით მივდივართ. რამდენიმე თვეშიც შეიძლება პლანტაციებისმ პასპორტიზაცია- ინვენტარიზაცია გაკეთდეს და ამის საფუძველზე დავგეგმოთპერსპექტივა. საბედნიერო ჩაის განვითარების პროგრამა მუშაობს, რამდენიმე მცირე მეწარმეა მუშაობს, მაგრამ საკითხს გლობალურად უნდა მივუდგეთ. პარალელურად, დარგის პოპულარიზაციის მიზნით გატარდეს ზომები. მსხვილი კომპანიები, როგორიც ,,გურიელია", თითზე ჩამოსათვლელადღა არ არის. სტატისტიკის სამსახური იუწყებვა, რომ ქვეყანა 300 ტონა ხარისხიან  ჩაის ამზადებს, მაგრამ ამ მონაცემს ვერ ვენდობი, 1500 ტონას მარტო ჩვენ მოვიხმართ, გაურკვეველი ხარისხის და წარმოშობის პროდუქტით არის გაჯერებული ბაზარი, მწვანე ,,აგურა ჩაი", რომელიც მონღოლეთში იყიდება და კარგი საექსპორტო პროდუქტია, რეალურად არ არის ის ჩაი, როგორიც ჩვენ გაგვქონდა ქვეყნიდან ათეული წლების წინ", - აცხადებს report.ge-თან თენგიზ სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია, ამბობს, არსებული სახელმწიფო პროგრამები ამ დარგის აღორძინებას ხელს უწყობს, თუმცა, დარგზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება და სამუშაო ჯგუფთან ერთად იმ სტრატეგიის დასახვა, რომლის საშუალებითაც მეჩაიეობა უფრო სწრაფად აღდგება და აღორძინდება.

ცნობისთვის, პროგრამის ფარგლებში "ქართული ჩაი" მეჩაიეობის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია. პროგრამით განხორციელდა 168 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, ჯამური ინვესტიცია 419,192 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system