თავში

ქართული ჩაის კვლევა ჩატარდა

ქართული ჩაის კვლევა ჩატარდა
ქართული ჩაის კვლევა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა კვლევის „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

„აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში ჩაის სექტორის განვითარების გზამკვლევი იქნება. ეკონომიკურ გათვლებზე, სწორ ანალიზზე, მსოფლიო პრაქტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტი დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, დასახონგრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები და ისე განავითარონ ქართული ჩაის სექტორი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კვლევის დოკუმენტზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“მუშაობაგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სპეციალისტებმაგასულ წელს დაიწყეს. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომიკის მკვლევარები. მომზადდაშესაბამისი რეკომენდაციები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვლევის შედეგების გაცნობის და მეჩაიეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების განხილვის მიზნით, ახლო მომავალში, ჩატარდება კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან ჩაის სექტორით დაინტერესებული მხარეები, მწარმოებლები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system