თავში

ქართული ეროვნული ვალუტა დღესაც გამყარდა

ქართული ეროვნული ვალუტა დღესაც გამყარდა
ქართული ეროვნული ვალუტა დღესაც გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1813 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.2413 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.1095 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი  3.4778 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ  3.5460 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0682 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 2 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 3 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1237 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system