თავში

ქართული ღვინის მარკეტინგი წელსაც გაგრძელდება

ქართული ღვინის მარკეტინგი წელსაც გაგრძელდება
ქართული ღვინის მარკეტინგი წელსაც გაგრძელდება

„2021 წელს, გაგრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები," - ამის შესახებ მის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, გასული წელი, ერთი მხრივ, იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი წელი, მეორე მხრივ, იყო რთული გამოწვევების წელი ღვინის ინდუსტრიისთვის.

„2020 წელსაც, პანდემიის პირობებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტარდებოდა ონლაინ-დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რომ კვლავ აქტუალურები ვყოფილიყავით საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, რადგან გაზრდილი მოსავლის პირობებში, აუცილებელია ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. ღვინის ექსპორტში ჩვენ შემცირება არ გვქონდა, თუმცა, დაგეგმილი იყო ექსპორტის ბევრად დიდი ზრდა. სწორედ ამ დაგეგმვაზე იყო გათვლილი, როდესაც ქვეყანაში იზრდება ახალი ვენახების მსხმოიარობა და პირველადი ნედლეულის რაოდენობა. ჯამში, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო, ხოლო რთვლის პროცესში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system