თავში

ქართული ღვინის წარმატება ბასკეთში

ქართული ღვინის წარმატება ბასკეთში
ქართული ღვინის წარმატება ბასკეთში

ქართული ღვინომ ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანის მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე San Sebastián Gastronomika თავი გამოიჩინა. ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბასკეთის მთავრობამ გამოფენაზე საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო სტენდი.

,,San Sebastián Gastronomika” ყოველწლიური ღონისძიებაა და მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბურია მონაწილე ქვეყნებისა და პროფესიონალ დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით. მასზე თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულები, კულინარები, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიულია და მასში მონაწილოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, გამოფენის ტერიტორიაზე არსებულ ბასკურ რესტორანში სამი დღის განმავლობაში, თითოეული კულინარიული ღონისძიების წინ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system