თავში

ქართული ღვინო მონტე-კარლოში საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარდგა

ქართული ღვინო მონტე-კარლოში საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარდგა
ქართული ღვინო მონტე-კარლოში საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. 

ღვინის საერთშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის გამოფენებს, განსაკუთრებით ევროპაში, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ეცნობიან ერთმანეთს და ახალ-ახალ ღვინოებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია გამოფენებში პრეზიდენტის მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა ქართული ღვინის მიმართ.

„დღეს, კოვიდის ფონზე, საფრანგეთსა და მონაკოში, რომელიც ფაქტიურად თავისი ღვინის გარდა არაფერს ცნობს, ხდება სწორედ ქართული ღვინის პრეზენტაცია - ქართული ღვინის საფუძვლის და ფესვების წარდგენა, რასაც დიდი ენთუზიაზმით აფასებენ სპეციალისტები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც მეღვინეობის ქვეყანა და მისი ცნობადობა უკვე დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system