თავში

ქართული ღვინოები კორეაში წარადგინეს

ქართული ღვინოები კორეაში წარადგინეს
ქართული  ღვინოები კორეაში წარადგინეს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში ქარვისფერი ღვინოების სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძებაზე საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ წარადგინა.

ღონისძიებაზე 12 ქარვისფერი ღვინო, მათ შორის საქართველოდან და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. ქარვისფერი ღვინოების წარდგენას მსოფლიოში ცნობილი იმპორტიორები და სომელიები, სულ 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეგუსტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა, თუ რა პერსპექტივა აქვს კორეის ბაზარზე ქარვისფერ ღვინოებს. აქვე, 12 დეგუსტატორს საპატიო სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული დეგუსტაცია დეჯონში გამართული ღვინის კონკურსის „აზია ვაინტროფის“ (AsiaWineTrophy) ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით, „AsiaWineTrophy“ მეშვიდედ გაიმართა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის კონკურსად ითვლება. მასში მსოფლიოს 35 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის შემადგენლობაში იყო 127 ღვინის პროფესიონალი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. აღნიშნული ღონისძიება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანია კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად ექსპორტის გაზრდა. საქართველო ასევე საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული დეჯონის ღვინის ფესტივალის გახსნაზე, რომელშიც დეჯონის მთავრობის წარმომადგენლები და ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system